Wednesday, 2 July 2014

                                                           
                                                                      პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: ქართველი ოლიმპიელი ჩემპიონები.
2.პროექტის მთავარი იდეა:ინტერნეტში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მოძიება.
3.პროექტის აქტუალობა.მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას,მოიძიებენ ოლიმპიური ჩემპიონების განვლილ გზას თუ როგორ მიაღწიეს ამ დიდ წარმატებას მათ როლს ვეყნის წინაშე.რა იყო მათი წარმატების საიდუმლო.
4.პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება,სპორტში აქტიური ჩაბმა.გაგება და შემეცნება თუ რა დიდი როლი უკავია ქართულ სპორტს და სპორტსმენებს ქვეყნის წინაშე.
5.მოსწავლეთა ასაკი:13-14 წ.
6.ვადები: 2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაიგებენ ქართველ ოლიმპიელების წარმატებებს,სპორტის სხვადასხვა სახეობების მიხედვით,შექმნიან ჩანახატებს,სლაიდებს კონკრეტულ სპორტსმენებზე და სპორტის სახეობებზე,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები შექმნიან ჯგუფებს,იმუშავებენ სხვადასხვა მასალის მოძიებაზე,შექმნიან პოსტერებს სადაც განათავსებენ მოძიებულ მასალას და წარმოადგენენ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს და პრიზიორებს,მათ როლს  და დამსახურებას  ქართულის სპორტის განვითარებაში.
10.პროექტის ხელმძღვანელი:დავით მენაბდიშვილი.
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:devitson777@gmail.com

12.პროექტის ვებ ბლოგი:devitson777.blogspot.com